კინოთეატრები მუშაობას დღეიდან განაახლებენ

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

დღეიდან, 8 აპრილიდან კინოთეატრები მუშაობას განაახლებენ. მათ მაყურებლების მიღება რეგულაციების დაცვით შეეძლებათ. ინფექციის გავრცელების პრევენცის მიზნით დარბაზებში მაყურებლების მხოლოდ 50%-ის დასწრებაა დასაშვები. ყველა სტუმარი გაივლის თერმოსკრინინგს და აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. კინოთეატრები, პანდემიის გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში დახურული იყო.