„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა გორში აქცია მოაწყვეს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

გორში, პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ავტომანქანებით აქციას მართავენ. ქალაქის ქუჩებში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მანქანების კოლონა მოძრაობს და მოსახლეობას მოუწოდებს, რომ 8 ნოემბერს 15 საათზე რუსთაველის გამზირზე , საპროტესტო აქციაზე მივიდნენ. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები გორის ოფისთან შუადღით შეიკრიბნენ და ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყეს. პარტიის წარმომადგენლების თქმით, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მასობრივად გაყალბდა და აუცილებელია ხალხის საპროტესტო აქციაზე მისვლა, საკუთარი ხმების დასაცავად. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხვალ გორში შეკრებას დილიდან დაიწყებენ და თბილისისკენ ორგანიზებულად მანქანებით და მიკროავტობუსებით გაემგზავრებიან.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30935231.html #ახალი_ამბები #twitter