ეკა ბესელია მცხეთის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს
Pirveliradio Ge
პარტია სამართლიანობისთვის ლიდერი ეკა ბესელია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს მცხეთის მაჟორიტარად იყრის. ბესელიას თქმით, აგვისტოს შუა რიცხვებში, პარტია კიდევ რამდენიმე ოლქში წარადგენს თავის კანდიდატურას.
"ჩვენ ვაპირებთ, რომ რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში წარვადგინოთ კანდიდატები. ეს მოხდება აგვისტოს შუა რიცხვებში, როდესაც ჩვენ საარჩევნო სიასაც სრულად დავასახელებთ და კანდიდატებსაც წარვადგენთ. დღეს დასახელდება მხოლოდ ის სამაჟორიტარო ოლქი, სადაც მე პირადად ვიყრი კენჭს, როგორც მაჟორიტარი. რამდენიმე ოლქი იქნება რეგიონში. ვნახოთ, თბილისში იქნება თუ არა, ეს დამოკიდებულია იმ ბოლო კონსულტაციებზე, რასაც ახლა ვმართავთ". - ამბობს ბესელია