რა სირთულეებს აწყდებიან აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები კოვიდ პანდემიის პირობებში

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

იბადებიან ჯანმრთელი ბავშვები,ყველაფერი კარგადაა და არავინ იცისმოულოდნელადსაიდან და რატომ ჩნდება პრობლემები. ზოგიერთი ამას გენეტიკურ ფაქტორს უკავშირებს, ზოგი - აცრებს, ზოგიც - ტელეფონთან და კომპიუტერთანხშირ კონტაქტს. საბა 6 წლისაადა სკოლაში წასასვლელად ემზადება, მას აუტისტური სპექტრის დიაგნოზი რამდენიმე წლის წინ დაუსვეს.დიაგნოზის შემდეგ მშობლები არა ერთ პრობლემას წააწყდნენ. კოვიდპანდემიისდაწყებისა და იზოლაციის შემდეგ კი სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა. კარჩაკეტილობა მათთვის, ვისაც განსაკუთრებით სჭირდება სოციალიზაციართულია.გამოსავალს დღეს ყველა ინდივიდუალურად ეძებს, ცდილობსსტრესი დაძლიოს და შვილებს იზოლაციის პერიოდი შეუმსუბუქოს. მშობლებიამბობენ, რომ დახმარება, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს კარგია, მაგრამ არა საკმარისი. დამატებითი ფინანსების გარეშე კი საბოლოო შედეგის მიღება შეუძლებელია. მსგავსი დიაგნოზის მქონე ბავშვებს ფიზიკური აქტივობაც სჭირდებათ, რაც დამატებით ფინანსებთან არის დაკავშირებული. ''​ სპეციალურ თერაპიაზეკლინიკაშიბავშვსთვეში 15 საათი ეთმობა. ეს საკმარისი დრო არ არის. სახელმწიფოს დღემდე არ აქვს მოგვარებული, მაგალითადდააფინანსოს ცურვა, საცხენოსნო კლუბში ვიზიტი, ან სხვა მსგავსი აქტივობა. იყოს ვაუჩერი, თანხის ნაწილს სახელმწიფო აფინანსებდეს, ნაწილს კი მშობელი თავად გადაიხდის.სპორტის რომელიმე სახეობაზე, რომ შევიყვანო კიდევ ერთ პრობლემას ვაწყდები, პედაგოგებიც არ არიანმზად გაუმკლავდნენ ასეთი სირთულეების მქონე ბავშვებს.რთულია ბინაში ისეთი გარემო შეუქმნა ბავშვს, დახარჯოს ენერგია, იყოს მუდმივად აქტიური. თუ ჩვენ ვიბრძვით შედეგისთვის, რომ ჩვენი შვილებიიყვნენ დამოუკიდებლები, ამისათვის პროცესებში სპეციალისტთან ერთად მშობელიც უნდა იყოს ჩართული. მშობლებს უნდა ჰქონდეთუფლება დაესწრონ ''გაკვეთილებს'', დაინახონ რას ასწავლიან, როგორ ასწავლიან და მერე იგივესახლში გააგრძელონ. როდესაც შვილის ამდიაგნოზის შესახებ იგებ, დიდ სტრესს ღებულობ, თავს იდანაშულებ, რომრაღაც არასწორად გააკეთე,გამოუცლდელი ვარ და რაიმე ხომ არ გამომეპარა....'' - გვიყვება თიკა. კლინიკური ფსიქოლოგი ანა ჩაჩუა ამბობს, რომ პანდემიური პერიოდში აქტივობებში ჩართულ ბავშვებს იზოლაცია გაუჭირდათ, თერაპიულ კურსებზე დაბრუნების შემდეგ კი ახალ გარემოზეგადაწყობას დრო დასჭირდა.ქცევითი თერაპევტის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში მშობლები ყურადღებით აკვირდებიან ბავშვების მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობას და შესაბამისად მიმართვიანობაც გაიზარდა. ''არ ვთვლი, რომ ისინი ავად არიან,ეს მდგომარეობაა, რომელსაც სპეციფიკური მიდგომა და ყურადღება სჭირდება. ეს სწორი მიდგომები ყველა სივრცეში უნდა იყოს, სადაც ბავშვს უწევს ყოფნა,იქნებაბაღი, სკოლა, ოჯახი თუ სხვადსხვა გასართობი აქტივობა. COVID19 პირობებში ახალ სიტუაციაში აღმოვჩნდით. ბავშვები, რომლებიც დადიოდნენ საბავშვო ბაღში თერაპიაზედა მოუხდათ სახლშიკომუნიკაციის გარეშე ყოფნა სირთულეებიც წამოვიდა. განსაკუთრებითისეთებთან, რომლებსაც უჭირთ გაიგონ რატომ ვერ გაჰყავდა მშობელს გარეთ. დისტაციურად გარკვეული თერაპიული მომსახურება იყო, ვისაც შეეძლო ვუტარებდითან მშობელს ვაძლევდით რჩევებს და რეკომენდაციას.მერიის პროგრამით ბავშვებს 15 საათი უფინანსდებათ, ეს ცოტა ნამდვილად არ არის, მაგრამ რაც უფრო მეტი იქნება მით უკეთესია.ეს თერაპია არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ან ორი საათით თერაპევტთან ვიზიტით.რაც უფრომეტ სივრცეში იქნებიან, მეტ ახალ გარემოში და აქტივობაში ჩაერთვებიანკარგია.ფასიან სერვისები თუ უფრო ხელმისაწვდომი იქნება, ეს პროცესებზე დადებითად აისახება'' - ამბობს ანა ჩაჩუა. აუტისტური სპექტრის ბავშვებისთვის პროგრამები აქვს ბათუმის მერიას და ჯანდაცვის სამინისტროს. დავინტერესდით იგეგმება თუ არა პროგრამების გაფართოება და ახალი მიმართულებების დამატება.მერიაში გვითხრეს, რომ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან და სპეციალისტებთანერთად იმსჯელებენ. რაც შეეხება მიმდინარე პროგრამას, ის ორიდან 18 წლამდე ასაკის აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვისაა გათვალისწინებული და თვეში 15 მეცადინეობას მოიცავს. მერიაში განმარტავენ, რომ ბავშვებთან მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრები ინდივიდუალურად მუშაობენ. სხვა მუნიციპალიტეტებში კი ანალოგიურ პროგრამას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს. 2 აპრილიაუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა.