ბავშვთა ვაქცინაცია კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში

Tbilisi Daily

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებით, კორონავირუსული ეპიდემიის პირობებში ძალზე საშიშია პატარების საფრთხეში დატოვება მნიშვნელოვანი დაცვის გარეშე, ამიტომაც აუცილებელია ბავშვთა გეგმიური ვაქცინაცია უწყვეტად გაგრძელდეს. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ იმუნიზაციით მომსახურების უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, პოლიკლინიკები და შესაბამისი დაწესებულებები ვიზიტისთვის წინასწარ დაუკავშირდებიან მშობლებს და შეათანხმებენ ზუსტ თარიღსა და დროს აცრების ჩასატარებლად. ,,აღნიშნული უზრუნველყოფს სამედიცინო დაწესებულებებში თქვენი და თქვენი შვილის დაყოვნების ხანგრძლივობის, მომლოდინთა რიგების მინიმიზებას და დერეფნების განტვირთვას,” - აღნიშნულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. #ბავშვები #ვაქცინაცია #ეპიდემია #tbilisidaily