ზუგდიდში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.

Zugdidi Daily

ზუგდიდში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. გუშინ, ქალაქ გალიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოყვანილ ახალგაზრდა ქალბატონს, რომელსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღებიშნებოდა, ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი ანალიზების მიხედვით კორონავირუსი დაუდასტურდა. ამასთან დაკავშირებით განცხადებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია: „გადმოყვანილ ქალბატონს სამწუხაროდ დაუდასტურდა კორონავირუსი. ეს ქალბატონი ჩამოვიდა მოსკოვიდან ადლერში, შემდეგ მისი გადადგილება მოხდა ავტომობილით საბერიოში და საბერიოდან ფახულანში უკვე გადმოიყვანა ჩვენთან სასწრაფოს ბრიგადამ, ასე რომ ყველა კონტაქტი საქართველოს ტერიტორიაზე დადგენილია. გამომდინარე იმ მოცემულობიდან რაც გვაქვს ჩვენ მსოფლიოში ძნელად დასაჯერებელია რომ ყველგან არის და აფხაზეთში არ არის. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ოფიციალურად ამის შესახებ არ განუცხადებია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ იქ არის“ ეს ქალბატონი არის პირველი პაციენტი, რომელიც ზუგდიდის ინფექციურმა საავადმყოფომ აფხაზეთიდან მიიღო. #ზუგდიდი #გალი #ინფექციურისაავადმყოფო #სამეგრელოზემოსვანეთი #აფხაზეთი #zugdididaily .