ვინ არიან აფხაზები?

Sokhumi Daily

მას შემდეგ, რაც კავკასიის ხალხები კრემლის შვილობილებად მოვინათლეთ, მზერა ჩრდილოეთისაკენ გაგვექცა და ერთმანეთი დავივიწყეთ. დღეს ჩვენი ხელმეორედ გაცნობა რუსული იარაღის ჟღარუნით ხდება. კავკასიური სიჯიუტით ვცდილობთ ერთმანეთის დაჯაბნას, ნაცვლად გაერთიანებისა და ერთ მუშტად შეკვრისა, როგორც ეს ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ.... საქართველოს მეფის დაძახილზე მთელი კავკასია ფეხზე დგებოდა; ამ ერთობის შეგნებამ გადაარჩინა ჩვენი ხალხები, ხოლო პირიდან მიწისა აღიგავა მათი განადგურების მოსურნე არაერთი იმპერია. მიუხედავად კავკასიაში რუსეთის ცარიზმის ორასწლიანი ბატონობისა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი დაპყრობილ ქვეყანაში შუღლისა და მტრობის გაჩაღება იყო, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს არ დაუკარგავთ წონასწორობა. დღეს კი საქართველოს მიმართ სამარცხვინო მისია იკისრეს, რუსეთის რეაქციულ ძალებთან ალიანსში, შეთქმულების მონაწილენი გახდნენ, ვერ გაითვალისწინეს, რომ იმავე ძალების მორიგ ლუკმად თვითონ იქცეოდნენ. ამის აშკარა დასტურია ჩეჩნეთის ომი. მანამდე ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც კი ვყოფილვარ, ყველგან საქართველოს ადიდებდნენ; მის ძლიერებასა და მომავალში ხედავდნენ საკუთარ მომავალს, თაყვანს სცემდნენ ქართველ მეცნიერებს, ხელოვნების კორიფეებს, სასწავლებლადაც თბილისისკენ მოუწევდათ გული; აქ იცავდნენ სამეცნიერო დისერტაციებს. ოდესღაც ქრისტიანი სჯულის აღმსარებელნი, მაგრამ უკვე მუსულმანი მთიელები, თვალის ჩინივით უფრთხილდებოდნენ სასთუმალქვეშ სათუთად შენახულ ქართული სახარების ფურცლებს, დარწმუნებულნი იმაში, რომ მათ უდიდესი ძალა გააჩნიათ. ჩრდილოეთ კავკასიის მთიელებს ჩვენი იმედი ჰქონდათ, ჩვენს სიტყვასა და რჩევას ელოდნენ, ჩვენ კი ზურგი შევაქციეთ, რუს და აფხაზ ავანტურისტვბს შევატოვეთ ხელში. ისტორიულად ისინი ყოველთვის საქართველოზე ამყარებდნენ იმედებს. იმპერიის სატანურმა ძალებმა მიაღწიეს იმას, რომ კავკასიაში მოძმე ხალხები რუსული მრისხანე იარაღით დარეოდნენ ერთმანეთს (იარაღი კი ყველას ბლომად დაურიგეს, ქართველების გარდა). ჯერჯერობით გონიერებაზე უგუნურება ზეობს მაგრამ როგორც ყოველთვის, საბოლოო გამარჯვება სიკეთის წილხვედრია. სეპარატისტების ქმედებით, საქართველოს წინააღმდეგ საცეცხლე წერტილად ქცეული აფხაზეთი ერთ-ერთი პირველი ჩაიძირა მოძმეთა სისხლის მორევში. ჭრილობების მოშუშებას ათეული წლები დასჭირდება. ამ უბედურების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი აფხაზთა ეთნიკური ვინაობის განგებ გაუკუღმართება იყო. თავის დროზე ყველაფერი გარკვეული და ნათელი იყო. აფხაზი თავს ქართველად თვლიდა და საქართველოს მზეს ფიცულობდა. ამას ადასტურებს თუნდაც ცნობილი აფხაზი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, გიორგი შარვაშიძის შემდეგი სიტყვვბი: „მართალია, ჩვენს სამშობლო ივერიას ყოველგვარი კულტურული განცდა გამოუვლია, მაგრამ ჩვენი წარსული ისეთს ჟამს გაშეშდა, რომ დაგვებნა ბუნვბრივი ევოლუციის შარა და კანონი... ენა გაღარიბდა, ზნეობა წაგვიხდა, ქონება-შეძლება დავკარგეთ, რაინდობა და პატიოსნება განვაგდეთ და ბოლოს მივაღწიეთ იმ ხანაში, როცა კეთილდღეობასა ვპოვნიდით ჯაშუშობაში და სამშობლოს ღალატში“. თითქოს დღევანდელ დღეზე იყოს ნათქვამი. აფხაზთა ვინაობის გაბუნდოვანებაში რუს მეცნიერებთან ერთად ქართველ მკვლევართა გარკვეულ ნაწილსაც მიუძღვის ბრალი. ეს იყო ბოლშევიკური იმპერიის იდეოლოგიური სამსახურისათვის გაღებული ხარკი. ყოველივე ამან ხელი შეუწყო აფხაზური სეპარატიზმის აღორძინებას. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ზოგიერთი ქართველი სწავლული დღესაც სეპარატისტთა წისქვილზე ასხამს წყალს, ვითომც ობიექტური მკვლევარის სახელის დაცვის მიზნით, სიმართლის გაწირვის ხარჯზე, მაშინ, როცა თვით აფხაზური სეპარატიზმის ერთ-ერთი იდეოლოგიური ხელმძღვანელი, პროფესორი შ.ინალ-იფა 1992 წელს ქართული ინტელიგენციის ერთ ჯგუფთან შეხვედრის დროს სინანულით ამბობდა: „К сожалению, в прошлом я тоже много глупостей написал“. ეს იყო ომის დაწყებამდე. იმ დროს ბატონი შ.ინალ-იფა უკვე გრძნობდა, რომ აფხაზური სეპარატიზმის ნოყიერ ნიადაგზე აღზრდილი არძინბა თავის ხალხს უფსკრულისაკენ მიაქანებდა. დღეს ყველასათვის ცხადია, რომ აფხაზთა დაახლოებით 80 პროცენტი ქართველია, ქართული გვარის მატარებელი. 12-13 პროცენტი კი ჩრდილო კავკასიელია - ადიღელი, აბაზი, შაპსუღი, ჩერქეზი, ყაბარდოელი და ა.შ., რომელთაც თავიანთი მოძმეები ხაჩიფსეს ეძახიან. აფხაზი და აფსუა ჩრდილოეთ კავკასიელებისათვის გვიან გაცნობიერებული ტერმინებია. ისინი ადრე „აფხაზებს“ თავისიანებად არ თვლიდნენ, მაგრამ, როცა გაიგეს, რომ ხაჩიფსეებსაც აფხაზებს ეძახიან, შემდეგ ეს ტერმინი ქართველობის აღმნიშვნელად აღარ მიიჩნიეს. ხაჩიფსუ ხეობას ჰქვია ადიღეში. მაგრამ ყველა ე.წ. აფხაზი ამ ხეობიდან როდია ჩამოსახლებული. მათში არიან შაპსუღები, აბაძეხები, აბაზები, ჩერქეზები, ყაბარდოელები, ადიღეები და ა.შ. ეს კარგად ჩანს მათი გვარვბიღან (იხ. თ.მიბჩუანი, აფხაზური სეპარატიზმის სისხლიან ნაკვალევზე; 1994, გვ.82-89). აფხაზეთში ჩამოსახლების შემდეგ ყველა ეთნიკურმა ჯგუფმა უმრავლესობის (აბაზების) ენა გაითავისა. ამ ენაზე მეტყველებს დღევანდელი აფხაზების გარკვეული ნაწილი. სხვა ადიღეური ენები (ჩერქეზულ-ყაბარდოული და ა.შ.) აფხაზებისთვის გაუგებარია. ადიღეური ხალხები, ასევე მათი მეზობელი ტომები, ჩრდილო კავკასიური წარმოშობის აფხაზებს ხაჩიფსეებს ანუ აბაზებს უწოდებენ. ამაში ისინი მართალნი არიან, რადგან ეს ე.წ. აფხაზები აბაზურ ენაზე მეტველებენ. ხაჩიფსე ტერმინს აფხაზთა მიმართ ხმარობენ ყაბარდოელები, ჩერქეზები, ყარაჩაელები, ბალყარლები. მათი სიტყვით, ისინი ჩრღილოეთ კავკასიიდან არიან გადმოსული შავი ზღვისპირეთში, არცთუ შორეულ წარსულში. ასეთი გაგება ჰქონდათ ჩრდილოეთ კავკასიელებს ამ 20-25 წლის წინათ. დღევანდელი აფხაზები საკუთარ თავს აფსუას უწოდებენ და ამ ტერმინს „აფშილ“ ეთნონიმთან აკავშირებენ. აფშილები (აფსილები) კი ანტიკურ და ადრეულ შუა საუკუნეებში დღევანდელი გულრიფშის ტერიტორიაზე მოსახლეობდნენ, ზღვიდან წებელდამდე. ამ ტერმინს არაფერი აქგს საერთო „აფსუას“ დღევანდელ გაგებასთან. ცხუმი (დღევანდელი სოხუმი, რომელიც სვანური წარმოშობის ტოპონიმია) აფშილთა მიწა-წყალზე მდებარეობდა. მართალია, არაფერი ვიცით აფშილთა ენის შესახებ, მაგრამ მათი განსახლების ტერიტორიაზე მხოლოდ სვანურ-მეგრულ-ჭანური ტოპონიმები გვხვდება. XVII საუკუნემდე ამ რეგიონში არც ერთი ადიღეურ-აბაზური წარმოშობის გეოგრაფიული სახელი არ დასტურდება. ეს ჩანს იმ რუკებიდან (I-XVII სს.), რომელთა გამოქვეყნებას აფხაზი მკვლევარები ყოველთვის თავს არიდებდნენ. ეს და სხვა ფაქტები არც აკად. ივ.ჯავახიშვილისათვის იყო უცხო. დიდი მეცნიერი სხვებზე უფრო ღრმად ერკვეოდა აბაზგთა და აფშილთა ვინაობაში, ამიტომ სხვებზე უფრო მის მოსაზრებას უნდა გაეწიოს ანგარიში. ის კი შემდეგს წერდა: „როგორც ვხედავთ, კოლხეთის მოსახლეობა ქართველთა სამ შტოს ჰკუთვნებია: ლაზ-მეგრელებს, აფშილ-აფხაზებს და სვანებს“. ავტორი: თეიმურაზ მიბჩუანი ისტორიულ მეცნიერებათა დოქტო რი, პროფესორი, თსუ სოხუმის ფილიალის ისტორიის კათედრის გამგე ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“, №1, 2005 წ. წყარო: orthodoxy.ge #აფხაზეთი #ოკუპაცია #პოლიტიკა #sokhumidaily