ბათუმის სარაგბო გუნდმა სარეკორდო ანგარიშით მოიგო

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქართველოს დიდი 10 ის მეცხრე ტურის შეხვედრები გაიმართა. ბათუმის სარაგბო გუნდმა სარეკორდო ანგარიში 139-3 გორის 'ჯიქი' დაამარცხა. ბათუმელებმა მეტოქეს პირველი ნახევარში 10 ლელო დაუდო და 73-3 მოიგო. მეორე ტაიმში კი გორელებმა კიდევ 10 ლელო მიიღეს და მეორე ტაიმის ანგარიში 66-0 დაფიქსირდა. საბოლოო ჯამში რეკორდული ანგარიშით 139-3 ბათუმმა მოიგო. ამ დროისთვის ბათუმის სარაგბო გუნდი 30 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. უახლოეს მეტოქეს 'ყოჩებს' 8 ქულით ასწრებს. ჯგუფის ლიდერი კი 38 ქულით ქუთაისის 'აიაა'.