აშშ-ში პარკინგზე სროლისას სულ 7 ადამიანი დაიჭრა

Tbilisi Daily

სულ მცირე, შვიდი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები დაიჭრნენ აშშ-ის არიზონის შტატის ქალაქ მესაში, ერთ-ერთ პარკინგზე მომხდარი სროლის შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. პოლიციამ ადგილობრივ მოსახლეობას მიმართა, დაეხმარონ დამნაშავის დაკავებაში, რომელმაც მანქანიდან გახსნა ცეცხლი პარკინგზე მდგომი ავტომანქანების მიმართულებით. მედიის ინფორმაციით, დაჭრილები არიან ბავშვები 1-დან 16 წლამდე. მათგან ერთი ბავშვის მდგომარეობა ფასდება, როგორც მძიმე, დანარჩენების მდგომარეობა კი მსუბუქი და საშუალო სიმძიმისა. პოლიციის გაცხადებით, ამ დრომდე ეძებენ მომხდარის მოწმეებს.