უხანში ძაღლი კორონავირუსით გარდაცვლილ პატრონს 3 თვე ელოდა

Tbilisi Daily

ჩინეთის ქალაქ უხანში ძაღლი კორონავირუსით გარდაცვლილ პატრონს 3 თვე ელოდა. გამოცემა Oriental Daily News -ი ძაღლს,რომელსაც პატრონის ერთგულების გამო „განძი“ შეარქვეს, სტატიას უძღვნის. როდესაც კოვიდინფიცირებული ხანდაზმული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს, ძაღლი მას გაჰყვა. პაციენტის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. ძაღლი კი პატრონს 3 თვის განმავლობაში ელოდა. აპრილში კლინიკის სუპერმარკეტის გამყიდველმა აღმოაჩინა, რომ ოთხფეხა მეგობარი არსად წასულა და პატრონს ბოლომდე უერთგულა. ძაღლს საავადმყოფოს პერსონალი კვებავს.