რუსეთში კორონავირუსით სამკურნალოდ პრეპარატი “ავიფავირი” დაამტკიცეს

Tbilisi Daily

რუსეთში კორონავირუსით სამკურნალოდ პრეპარატი “ავიფავირი” ოფიციალურად დაამტკიცეს. Ამის შესახებ როიტერი იტყობინება. Მედიკოსები კლინიკებში მყოფი კოვიდინფიცირებულებისთვის პრეპარატის მიცემას 11 ივნისიდან დაიწყებენ. მედიკამენტის გამოყენება მოხდება ექიმების კონტროლით და ის აფთიაქებში მოქალაქეებისვის ხელმისაწვდომი არ იქნება. მწარმოებელი კომანია თვეში 60 000 პაციენტისთვის სამყოფ მედიკამენტს აწარმოებს. “ავიფავირი” პირველი რუსული ჯენერიკი პრეპარატია, რომელიც “ფავიპირავირის” ბაზაზე შეიქმნა. ამ პრეპარატს იაპონიაში გრიპის რთული ფორმების სამკურნალოდ გამოიყენებდა. news კორონავირუსი მედიკამრნტი რუსეთი tbilisidaily