საქართველოში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაშიკორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 684 შემთხვევა, აჭარაში - 351, იმერეთში - 214, ქვემო ქართლში - 75 შიდა ქართლში - 98, გურიაში - 41, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 86, კახეთში - 52, მცხეთა-მთიანეთში - 23, სამცხე-ჯავახეთში - 33, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 16.
გასული დღე-ღამის განმავლობაშ საქართველოში კორონავირუსით კიდევ 22 ადამიანი გარდაიცვალა.
'სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 22 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში - 10 ადამიანი, აჭარაში - 7, იმერეთში - 4, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 307 გარდაცვალების შემთხვევა'-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 912. 4 136 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 037,აჭარაში - 699.