საქართველოში COVID-19-ით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოში COVID-19-ით გარდაიცვალა კიდევ ერთი ადამიანი. სამთავრობო საიტ stopcov.ge-სა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საიტებზე დილით განახლებული მონაცემების მიხედვით გარდაცვლილთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა.
ეს გარდაცვალების მეორე შემთხვევაა ბოლო, დაახლოებით 12 საათის განმავლობაში. 24 აგვისტოს, საღამოს ცნობილი გახდა, რომ COVID-19-ით გარდაიცვალა 87 წლის ქალი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30801306.html
#ახალი_ამბები
#twitter