ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური ემუქრება ამერიკელებს, რომლებმაც ირანელი გენერალი მოკლეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარდალმა მუქარა გამოთქვა, რომ შურს იძიებს ყველაზე, ვინც მონაწილეობდა იანვარში გუშაგთა კორპუსის, „ყუდსის“სარდლის მოკვლაში ერაყში, აშშ-ის უპილოტო აპარატის საჰაერო თავდასხმის შედეგად.
გუშაგთა კორპუსის საინტერნეტო გვერდს მოჰყავს გენერალ ჰოსეინ სალამის სიტყვები: „ბატონო ტრამპ, ჩვენი დიადი გენერლის მოწამებრივი სიკვდილის გამო ჩვენი შურისძიება აშკარაა, სერიოზული და რეალურია,“. „დავარტყამთ ყველას, ვისაც ჰქონდა პირდაპირი თუ ირიბი კავშირი“, განაცხადა სალამიმ, რომელიც გამოდის გაფრთხილებით: "უნდა იცოდეთ, რომ ყველას დაარტყამთ, ვინც მომხდარში როლი ითამაშა და ეს სერიოზული სიგნალია. ამას ჩვენ საქმით გავამტკიცებთ“.
ამ კვირაში ტრამპმა გამოთქვა გაფრთხილება, რომ ვაშინგტონი მძაფრად უპასუხებს ირანის ყველა მცდელობას, შური იძიოს გენერალ ყასიმ სოლეიმანის მოკვლისთვის და დაწერა ტვიტერით, რომ თუ ისინი დარტყმას განახორციელებენ ნებისმიერი ფორმით, ჩვენ საპასუხო დარტყმას მივაყენებთ ასჯერ უფრო მძლავრად, რისთვისაც წერილობითი ინსტრუქცია უკვე გაცემულია“.
ტრამპის გაფრთხილება მოჰყვა გავრცელებულ ცნობას, რომ ირანი აპირებს სამხრეთ აფრიკაში აშშ-ის ელჩის მოკვლას ერაყში სოლეიმანის გამო შურისძიების მიზნით. სალამიმ უარყო ცნობა აშშ-ის ელჩის, ლანი მარკსის მოკვლის გეგმის თაობაზე, მაგრამ ცხადად თქვა, რომ ირანი აპირებს სოლეიმანის გამო შური იძიოს.
3 იანვარს, პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, ერაყის დედაქალაქ ბაღდადის აეროპორტთან განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად მოკლეს „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სპეცდანიშნულების ძალების, „ყუდსის“ სარდალი, გენერალი ყასემ სოლეიმანი.
ავტორიტეტიანი გენერლის მოკვლის პასუხად, ირანმა 8 იანვარს ბალისტიკური რაკეტები დაუშინა ერაყში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზას, რის შედეგადაც დაახლოებით 110-მა ამერიკელმა სამხედრომ მიიღო სხვადასხვა სახის ტრავმა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30847376.html
#ახალი_ამბები
#twitter