სტუდენტები გალიდან 2 კვირიან კარანტინს გაივლიან
Tbilisi Daily
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რომლებიც სტუდენტები გახდნენ, ე.წ. გამშვებ პუნქტზე უშვებენ.
გამშვებ პუნქტზე მათ სპეციალური საბუთის წარდგენა უწევთ და სწორედ ამ საბუთით გადმოდიან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ენგურის ცენტრალური ხიდიდან.
გალელმა სტუდენტებმა, რომლებმაც დღეს დილით ენგურის ცენტრალური ხიდი გადმოკვეთეს, ორკვირიან საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ.
შეგახსენებთ ენგურის ხიდი კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილია.