ელენე ხოშტარია: ჩვენ აქ არ ვდგავართ არც მანდატისთვის, არც საპარლამენტო სკამებისთვის
Tbilisi Daily
"ჩვენ ვართ ადგილზე, სადაც 30 წლის წინ შეუპოვარი ბრძოლით, შეუპოვრობით, პრინციპულობით, ჩვენმა თანამოქალაქეებმა გამოძერწეს, შეიძინეს და გდამოგვცეს თავისუფლება, რომლის გარეშეც ჩვენი საელმწიფო არ არსებობს", - ასემ მიმართა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს.
მისი თქმით, პოლიტიკოსები იქ არა საპარლამენტო მანდატისთვის ან თანამდებობისთვის, არამედ თავისუფლების დასაცავად დგანან.
"ამ თავისუფლების მთავარი აზრი არის ის, რომ ძალაუფლებას განსაზღვრავს ხალხის ნება, მოქალაქის ნება, მოქალაქის არჩევანი. თავისუფალი საქართველოს მოქალაქე განსაზღვრავს ძალაუფლებას. დღეს, ეს 30 წლიანი მონაპოვარი, რომლის წინაშეც ჩვენ ყველა სათითაოდ, მნიშვნელობა არ აქვს რა სტატუსის ვართ, მნიშვნელობა არ აქვს განსხვავებულად ვფიქრობთ თუ არა... ამ მონაპოვარის წინაშე, რომ არ წაგვართვან თვაისუფალი არჩევანი, ყველა პასუხისმგებელი ვართ.დღეს ეს თავისუფლება საფრთხეშია.
ჩვენ აქ არ ვდგავართ არც მანდატისთვის, არც საპარლამენტო სკამებისთვის, არც რომელიმე კონკრეტული ჯგუფისთვის, ჩვენ აქ ვდგავართ თავისუფალი არჩევანისთვის, არჩევნებისთვის, რომელიც გადაწყვიტეს, რომ აიღონ და წაგვართვან და რაზეც ჩვენ, ამდენი ადამიანი ვეუბენბით - არა", - მიმართა ხოშტარიამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს.
რვა ოპოზიციური პარტია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ისინი 31 ოქტომბერს გამართულ არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად ცნობენ და განმეორებითი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების კიდევ ერთი მოთხოვნაა გადადგეს ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია.