მექსიკელმა 300 მიუსაფარი ცხოველი ქარიშხლისგან იხსნა
Tbilisi Daily
ქარიშხალმა დელტამ ყველა ძალიან შეაშფოთა, მათ შორის რიკარდო პიმენტელი. ის ცხოველთა თავშესაფარში, Tierra de Animales-ში, მუშაობს. ქარიშხლის დროს რიკარდომ ყველაფერი ქნა საიმისოდ, რომ ცხოველები სტიქიური უბედურების დროს უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ.
უზარმაზარმა ქარიშხალმა მექსიკაში უამრავი ადამიანი დააზიანა. ის 5 ოქტომბერს ფორმირდა და 12 ოქტომბერს გაიფანტა. გარკვეულ მომენტში დელტა 230 კმ/ს სიჩქარითაც კი მოძრაობდა და ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქარიშხალია, რომელიც აშშ-ს შეხებია.