ქობულეთში, ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარია

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ხანძარია ქობულეთში, ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორიაზე, დაახლოებით სამ ჰექტარზე ეკალბარდი იწვის. სახანძრო სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის კერა დასახლებულპუნქტთან ახლოს არ არის და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.