ჯო ბაიდენი: ვაქცინის გაკეთებაში საშიში არაფერია

Tbilisi Daily

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაში საშიში არაფერია. „ამას იმის საჩვენებლად ვაკეთებ, რომ ხალხი მზად იყოს, როდესაც ვაქცინის მიღება შესაძლებელი გახდება. საშიში არაფერია. მეორე ინექციას ველოდები”, - განაცხადა ჯო ბაიდენმა ვაქცინის მიღების შემდეგ. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და მისმა მეუღლემ, ჯილ ბაიდენმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთეს. ჯო ბაიდენმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დელავერის შტატში მდებარე ChristianaCare-ის საავადმყოფოში გაიკეთა. 14 დეკემბერს აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო.