ხოშტარია: პროტესტს ვერ გააჩერებენ, მიიღებენ იმას, რაც მოღალატეობრივ ხელისუფლებას ეკუთვნის

Tabula

პარლამენტთან პროტესტის დროს განაცხადა ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და პარლამენტთან ელენე ხოშტარია, ენმ-ს წევრი, ხატია დეკანოიძე და აქტივისტები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის შეხვედრის შესახებ გავრცელებული განცხადების შემდეგ პროტესტით მივიდნენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ "დადასტურდა ორმხრივი განწყობა 2019 წელს მომხდარი ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების აღმოსაფხვრელად, რომელიც ქართველმა ნაციონალისტებმა მოაწყვეს." http://www.tabula.ge/ge/verbatim/183143-xoshtaria-protests-ver-gaachereben-miigheben-imas-rac-moghalateobriv-xelisuflebas