დღეიდან ბათუმში კოვიდ მიმღები ცენტრი რესპუბლიკური საავადმყოფო გახდება

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ბათუმში კოვიდ მიმღები ცენტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა უნდა გახდეს. კორონავირუსითინფიცირებული პაციენტები მედალფადან აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ, ვინაიდან კლინიკა კოვიდმიმღები ცენტრი აღარ არის და მუშაობის ჩვეულებრივ რეჟიმზე გადადის. ამ ეტაპზე აჭარაში ორი პაციენტია, რომლებსაც ვირუსი დაუფიქსირდათ. ორივე მათგანი სატვირთო მანქანის მძღოლია. რეგიონი მწვანე ზონის სტატუსს ინარჩუნებს. ქვეყანაში 928 კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 794 გამოჯანმრთელებულია.