აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

Batumi Daily

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 623 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის კოვიდმიმღებ კლინიკაში მკურნალობას 997 პირი აგრძელებს, მათგან მძიმეა 152 პაციენტის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 56 პაციენტი იმყოფება. მთავრობის ცნობით, აჭარის საკარანტინო სივრცეებში 1039, ხოლო თვითიზოლაციაში 11 362 პირია მოთავსებული. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში