აღმოვაჩინოთ საქართველო, მაგრამ ვიყოთ ფრთხილად!

Tbilisi Daily

პრეზდენტი სალომე ზურაბიშვილი ლამისყანიდან მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვას ავრცელებს. ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა მოსახლეობას შეახსენა, რომ დღეიდან შიდა ტურიზმი იხსნება და მოგზაურობის დროს სიფრთხილისკენ მოუწოდა. "დღეიდან იხსნება შიდა ტურიზმი და მინდა, თქვენთან ერთად დავიწყო მოგზაურობა საქართველოში. აღმოვაჩინოთ სხვანაირი საქართველო. ისეთი ადგილები, რომელიც შეიძლება ნაკლებად ცნობილია და ჩვენ ყველამ ერთად გავიგოთ, რომ აქ არის ძალიან ბევრი ღირსშესანიშნაობა, რომელიც მართლაც ღირს აღმოჩენად. დღეს ვართ ლამისყანაში, ახლოს თბილისთან. ერთი საათიც არ უნდა, თუ შორს არ გინდათ წასვლა. ლამისყანაში არის ციხესიმაგრე, რომელიც იყო ქსნის ერისთავების, შემდეგ ჯამბაკურ-ორბელიანების. აქედან გაიტაცეს დავით გურამიშვილი და თუ არ ვცდები, ამ სოფელში 50 ძეგლია: ძველი მარანი და ძალიან ბევრი საინტერესო რამ მართლაც აღმოსაჩენი. ჩვენ აქედან წავალთ და კიდევ გაჩვენებთ ბევრ სხვა ადგილს. ეწვიეთ ჩვენს Facebook-ს. ყველამ ერთად ვიმოგზაუროთ საქართველოში, აღმოვაჩინოთ საქართველო, მაგრამ ერთი რამ არის აუცილებელი - ვიყოთ ფრთხილად და ვიმოგზაუროთ ფრთხილად", - განაცხადა პრეზიდენტმა. ვიდეომიმართვის დასრულებისას პრეზიდენტმა სახეზე სამედიცინო ნიღაბი გაიკეთა, რითაც აჩვენა, თუ რა სიფრთხილის დაცვაა აუცილებელი საქართველოში მოგზაურობის დროს. Georgia Lamiskana