საქართველოს პრეზიდენტი 18 მარტს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 18 მარტს კოვიდსაწინააღმდეგო„ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრება- ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„პრეზიდენტი ვაქცინის გაკეთებისაკენ მოუწოდებს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ ყველა პირველ პირს“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ფეისბუქ გვერდზე.