ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეული 1790 ბიოლოგიური ნიმუშიდან კორონავირუსი 232 ადამიანს დაუდასტურდა

Tbilisi Daily

ბოლო 24 საათში ქუთაისის ლაბორატორიაში 1790 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და კორონავირუსის 232 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუბერნატორის ინფორმაციით, ინფიცირებულთა ნაწილი ახალი შემთხვევებია, თუმცა უმეტესად არსებული შემთხვევების კონტაქტები არიან. კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 188 ქუთაისშია გამოვლენილი. მომატებული შემთხვევებიდან გამომდინარე ორშაბათიდან იმერეთში კოვიდსასტუმროების რაოდენობა გაიზრდება. ზვიად შალამბერიძე თქმით, საავადმყოფოებში საწოლფონდის რაოდენობა ამ ეტაპზე საკმარისია და საჭიროების მიხედვით გაიზრდება. ამ დროისთვის კოვიდსასტუმროებში 200-მდე პირია მოთავსებული, ხოლო კლინიკებში 517 პაციენტი მკურნალობს. იმერეთში თვითიზოლაციაში 3000-მდე ადამიანი იმყოფება. საქართველოში კორონავირუსი დღეს 958 ადამიანს დაუდასტურდა, 214 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. 4 გარდაიცვალა. კოვიდინფიცირების 958 ახალი შემთხვევიდან 397 თბილისში გამოვლინდა, 226 აჭარაში. იმერეთში კი 332. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.