ახალი შემთხვევების მატების გამო, სვანეთში რეგულაციები ამოქმედდება-ეკატერინე ტიკარაძე

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 17 მესტიის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა. მესტიაში უკვე მუშაობს ეპიდემიოლოგების5 ბრიგადა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რეგულაციები ამ მომენტისთვის ამოქმედდება სვანეთში, თუმცა კონკრეტულად რა რეგულაციას გულისხმობდა მინისტრს არ დაუკონკრეტებია. 'რეგულაციები ამ მომენტისთვის ამოქმედდება სვანეთში, დანარჩენი რიცხვები ჩაშლით ჩვენ არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ გამკაცრებებიგვქონდეს ქვეყნის მასშტაბით. გაგრძელდება მიზნობრივი ტესტირება, მეტად გაფართოები და მივყვებით დასახულ გეგმას. სვანეთში უკვე იმყოფება ეპიდემიოლოგების 5 ბრიგადა, რომლებიც დეტალურად აწარმოებენ კვლევებს. ამის შემდეგ მე მაქვს შეხვედრა საბჭოში და საბჭოში მივიღებთ გადაწყვეტილებას უკვე დამატებითი ქმედებების შესახებ თუ რა ღონისძიებებს გავატარებთ'-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. არსებული ინფორმაციით,ყველა ინფიცირებული ერთი ოჯახის წევრია. მათ ვირუსი ლენჯერში სტუმრად ჩასული ადამიანისგან გადაედოთ.