ახალი 4 დაინფიცირებულიდან 2 ძველი შემთხვევის კონტაქტებს წარმოადგენს - ეზუგბაია
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139191
ინფექციური ცენტრის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევიდან 2 პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული და ისინი ძველი შემთხვევის კონტაქტებს წარმოადგენენ. აღნიშნული განცხადება მარინა ეზუგბაიამ დღეს ინფექციურ საავადმყოფოსთან გააკეთა.