ტყიბულის მეორე საჯარო სკოლის 5 მასწავლებელსა და 17 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

Tbilisi Daily

ტყიბულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულია ტყიბულის მეორე საჯარო სკოლის 5 მასწავლებელი და 17 მოსწავლე. როგორც ცნობილია, ვირუსის გავრცელება ერთ-ერთი პედაგოგისგან მოხდა. ამ დროისთვის სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზეა გადასული, ხოლო ეპიდემიოლოგები ინფიცირებულთა კონტაქტებს იკვლევენ. „იმისთვის, რომ ვირუსის ფართოდ გავრცელება არ მოხდეს, სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ეპიდემიოლოგებთან ერთად, ვიკვლევთ კონტაქტებს. სკოლაში 85-მდე მოსწავლე სწავლობს“, - ამბობს ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ირინე კორძაძე.