სოფელ ოკამში გასულ საუკუნეს აშენებული საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Gori Daily

აღნიშნული რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს შენობის სრულ რეაბილიტაციას: შეიცვლება კარ-ფანჯრები, ელექტრო, წყალმომარაგების, საკანალიზაციო სისტემის გაყვანილობები, დაიგება კერამიკული ფილები, მოეწყობა ცენტრალური გათბობა, ჩატარდება სამღებრო სამუშაოები და კეთილმოეწყობა ეზო. შენობა 1947 წელს არის აშენებული და მას დღემდე სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, შენობა აღსაზრდელთა ორ ჯგუფზე მოთხოვნილ სტანდარტებს დააკმაყოფილებს. პროექტის ღირებულება 132 235 ლარია და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სათანადო პირობების შექმნა ჩვენთვის პრიორიტეტია. სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ აღაიანის საბავშო ბაღშიც მიმდინარეობს, ხოლო ახალი შენობები შენდება სოფელ იგოეთში, გრაკალსა და სადგურ მეტეხის დასახლებში - აღნიშნა საბავშო ბაღის სამუშაოების დათვალიერებისას ზაზა მარიდაშვილმა, კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ. რეაბილიტაცია კასპისმუნიციპალიტეტი goridaily