დღეს ათენიდან სპეცრეისი შესრულდება

Tbilisi Daily

სპეციალური რეისით დღეს ჩვენი თანამოქალაქეები ათენიდან დაბრუნდებიან. რაც შეეხება მომდევნო დღეებში დაგეგმილ ჩარტერულ რეისებს, 1 აგვისტოს ფრენა თბილისი - ამსტერდამი - თბილისის მიმართულებით შესრულდება, 2 აგვისტოს კი, თბილისი - ვენა - თბილისის რეისი. ამას გარდა, 2 აგვისტოდან განახლდება მიუნხენი - თბილისი - მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენები. პარიზი - თბილისი - პარიზის საჰაერო ხაზზე კი, რეგულარული ფრენები 8 აგვისტოდან გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ უცხოეთიდან დაბრუნებული მგზავრები აეროპორტშივე გაივლიან სამედიცინო შემოწმებას, რომლის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანენ, სადაც ისინი 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან. #ახალიამბები