მთიანი ყარაბაღის რეგიონში არსებული მდგომარეობა ა.წ. 19 ნოემბრის მოცემულობით:

Interworld

- ა.წ. 19 ნოემბრისთვის, მთიან ყარაბაღში განლაგებულმა რუსმა სამშვიდობოებმა უკვე 23 სადამკვირვებლო პოსტი გახსნეს; - სომხური მხარის ინფორმაციით, ა.წ. 18 ნოემბრისთვის აგდამის რეგიონის მართაკერტის რაიონის სოფლების - ნორ მარაგას, ნორ აიგესტანის, ნორ სეისულანის, ნორ ქარმირავანის, ნორ ჰაიქაძურის, ოვთაშენისა და ნორ ჯრაბერდის ევაკუაცია განხორციელდა აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემამდე; - სომხეთის თავდაცვის უწყების ა.წ. 18 ნოემბრის ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის რეგიონის კონფლიქტში კიდევ 81 ჯარისკაცის დაღუპვა დადასტურდა; - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსი მშვიდობისმყოფელების ესკორტირებით კიდევ 936 იძულებით გადაადგილებული პირი დაბრუნდა ქალაქ სტეფანაკერტში. სულ უკან დაბრუნებული პირების საერთო რაოდენობა ამ ეტაპზე 2 600-ია. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Armenia #Azerbaijan #Nagorno #Karabakh #conflict #daily #brief #interworld