Სიმხეთის პრეზიდენტი ფაშინიანის გადადგომას ითხოვს

Tbilisi Daily

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ოპოზიციური პარტიებსა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას სომხური გამოცემა news.am ავრცელებს. პრეზიდენტ სარქისიანის განცხადებით, შეხვედრაზე მონაწილე მხარეებმა პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადაყენება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოითხოვეს. სარქისიანი მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში ყველაზე გონივრული ფაშინიანის გადადგომა იქნება.