რუსეთში 24 საათში COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 8952-ით გაიზარდა, 181 ადამიანი გარდაიცვალა
Tbilisi Daily
რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 8952 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 396 575-ს მიაღწია. ამასთან, უკანასკნელი დღ-ღამის მანძილზე ქვეყანაში 181 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 4555-მდე გაიზარდა.
რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებულია 167469 ადამიანი, ხოლო აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 224551-ს შეადგენს.