"კუპატას" ნახატი ბათუმში

Batumi Daily

ბათუმში, ერთ-ერთი შენობის კედელზე "კუპატას" ნახატი გამოჩნდა. ყველასათვის ცნობილი ბათუმელი ძაღლის ნახატი დღეს, მემედ აბაშიძის ქუჩის კედელზე დახატეს. მას უკვე უამრავი მნახველი ჰყავს. შეგახსენებთ, რომ ვიდეოს სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ, "კუპატამ" როგორც ქართველი, ისე უცხოელი საზოგადოების გული მოიგო. იგი ბავშვებს ქუჩის გადაჭრაში ეხმარება და მძღოლებს იმ შემთხვევაში უყეფს, თუ ისინი ზებრაზე არ ჩერდებიან. #კუპატა #ბათუმი #ახალიამბავი #batumidaily