მოლაპარაკების შედეგია, რომ დღეს პარლამენტში უკვე სამი პარტიაა წარმოდგენილი - ცქიტიშვილი
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ვიცე-პრემიერის განცხადებით, მოლაპარაკების შედეგიარის, რომ დღეს პარლამენტში უკვე სამი პარტიაა წარმოდგენილი. ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისგანცხადებაზე კომენტირებისასაისაუბრა.
„ქართული ოცნების“ პოზიცია პირველივე დღიდან იყო ასეთივე, როგორც არის ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიცია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მოლაპარაკებისთვისაც მზაობა გვაქვს, ამ მოლაპარაკების პროცესშიც არაერთი ნაბიჯი გადავდგით წინ. როგორც ხედავთ, ამ მოლაპარაკების შედეგიც არის მათ შორის, რომ დღეს პარლამენტში უკვე სამი პარტია არის წარმოდგენილი. რა თქმა უნდა,კიდევ ერთხელ დავადასტურებთ მზაობას, რომ პარლამენტში ასეთმულტიპარტიულ რეჟიმში გავაგრძელოთ თანამშრომლობა ყველა პარტიასთან“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.