თურქეთის პრეზიდენტი საბერძნეთს აფრთხილებს ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძულების დემილიტარიზების თაობაზე

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, ხუთშაბათს, გააფრთხილა საბერძნეთი ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძულების დემილიტარიზების შესახებ და განაცხადა, რომ ეს გაფრთხილება "ხუმრობას" არ წარმოადგენს. "ასოშეიტედ პრესის" თანახმად თურქეთის ლიდერმა ამის შესახებ ხუთშაბათს, იზმირის მახლობლად ეგეოსის ზღვაში მიმდინარე სამხედრო წვრთნის ბოლო დღეს განაცხადა. "ჩვენ მოვუწოდებთ საბერძნეთს, რომ შეწყვიტოს იმ კუნძულების შეიარაღება, რომლებსაც არასამხედრო სტატუსი აქვთ და იმოქმედოს საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად", - განაცხადა ერდოანმა. თურქეთსა და ნატოს, რომლებიც ნატოს წევრები არიან, ერთმანეთში დავა აქვთ არაერთი საკითხის გარშემო, რომელთა შორის არის ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძულები და ასევე სასარგებლო წიაღისეულის აღმოჩენის სამუშაოების ჩატარება აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში. თურქეთის პრეზიდენტის გაფრთხილების პასუხად ათენი აცხადებს, რომ მშვიდად და გადაჭრით უპასუხებს თურქეთის ნებისმიერ "პროვოკაციას". https://www.radiotavisupleba.ge/a/31890696.html

Source: radiotavisupleba.ge