იაგო ხვიჩია -,"თუ დამირეკავს ივანიშვილი და მეტყვის, რომ ჩემთან საუბარი უნდა, დაველაპარაკები"

Tbilisi Daily

პოლიტიკური გაერთიანება ,,გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ დიალოგის სურვილი თავად ხელისუფლებას არ აქვს და მმართველი გუნდი "გაბუტული ბავშვის" პოზიციაზეა. ,,თუ დამირეკავს ბიძინა ივანიშვილი და მეტყვის, რომ ჩემთან საუბარი უნდა, მე მივალ, დაველაპარაკები, თუ ამას დიალოგად თვლით, შედგება. ელჩები სავალდებულო კი არ არის მართლა... დიალოგს უნდა სურვილი. რეალურად, ის რომ ჩვენ ერთმანეთში არ ვლაპარაკობთ, სინამდვილეში ხელისუფლების სურვილია. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ოპოზიციას არ ელაპარაკოს. ამ დროს გამოჩნდნენ უცხოელი ფასილიტატორები, რომლებიც იძულებულს ხდიან ხელისუფლებას დაელაპარაკოს, თორემ ხელისუფლება არის გაბუტული ბავშვივით. მე მაქვს ყველა სათამაშო ჩემთვის, როგორც მინდა ისე ვითამაშებ და თქვენ არ გათამაშებთ - აი ამ პოზიციაზეა ხელისუფლება. პატარა ბავშვივით იქცევა," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ ,,ღამის კურიერში". მანამდე, ამავე გადაცემის ეთერში, პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ელჩების შუამავლობით დაგეგმილი იყო დიალოგი, მაგრამ ბოლო წუთს ჩაიშალა. ,,ქართული ოცნებაში" აცხადებენ, რომ დიალოგი არ ჩაშლილა და ოპონენტებთან მოლაპარაკებები უნდა შედგეს.