''ქართული ოცნების'' მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანზორ ბოლქვაძე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ხულოს მუნიციპალიტეტში ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა. ''ქართული ოცნების'' მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ერთ-ერთ უბანზე პირველი ამომრჩეველი იყო. ანზორ ბოლქვაძე უბანზე რვა საათზე მივიდა. კანდიდატმა ოპოზიციის ბოიკოტსაც უპასუხა და თქვა, რომ ბიულეტენზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის სახელებია დატანილი, ამომრჩეველსკი უფლება აქვს არჩევანი გააკეთოს. როგორც ცნობილია ოპოზიცია მეორე ტურში არ მონაწილეობს და ისინი პროცესებს ბოიკოტს უცხადებენ. ''არ ღებულობს ოპოზიცია მონაწილეობას, მაგრამ როგორც იცით დაფიქსირებულია ბიულეტენში მათი სახელი და გვარი. დღერა პრეტენზიებიც დღეს არსებობს, რომ არჩევნები გაყალბდა, ყველა უყურებს და ხედავს რომ არ გაყალბებულა. მოსახლეობა მოდის, თავის პოზიციას აფიქსირებს, ამიტომ ჩვენ მოსახლეობის აზრი უნდა შევაფასოთ დადებითად'' - განაცხადა ანზორ ბოლქვაძემ.