საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1729 გახდა - ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
45 შემთხვევა საქართველოსთვისრეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.
განახლებული მონაცემების მიხედვით, გამოჯანმრთელდა 6 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში რჩება 5 882.
კორონავირუსით საქართველოში 19 ადამიანი გარდაიცვალა.