ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით - გრიგოლ ვაშაძე
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
'ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე მის განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას ავრცელებს.
'მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;
ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი - სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;
სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;
ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო'- წერს გრიგოლ ვაშაძე სოციალურ ქსელში.
აღნიშნულ განმარტებამდეგავრცელდა ინფორმაცია, რომ გრიგოლ ვაშაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავდა გადაეტანათ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან.
'მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად'- აცხადებდა გრიგოლ ვაშაძე.