ზუგდიდში გამოკვლეული 673 ნიმუშიდან კორონავირუსი 12 პირს დაუდასტურდა
Tbilisi Daily
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 673 ნიმუში გაიტესტა და მათგან 12 დადებითია.
რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულებიდან 9 ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები პირია. ისინი გალის რაიონის სოფელ საბერიოს ე.წ. კლასტერს ეკუთვნიან.
მათ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დღის განმავლობაში გადმოიყვანენ და სპეციალიზირებულ კლინიკებში მოათავსებენ.
რაც შეეხება დანარჩენ სამ კოვიდინფიცირებულს, ისინი ზუგდიდის „ოქროს ბირჟის“ თანამშრომლის კონტაქტები არიან.
მალხაზ თორიას განცხადებით, რუხის კლინიკაში ამ დროისთვის 63 კოვიდინფიცირებული პირი მკურნალობს, ორი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
გამოჯანმრთელებულებიდან, ერთი აჭარაში მკვიდრია, მეორე კი გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრი.
რეგიონის მასშტაბით, საკარანტინე სივრცეებში 178 პირი იმყოფება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ჯამში, კორონა ვირუსის 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ჯერჯერობი არც ერთი არ გამოჯანმრთელებულა. პაციენტები საქართველოს სხვადასხვა სპეციალოზირებულ კლინიკებში გადიან მკურნალობას.