აზერბაიჯანში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 30 ათასს გადააჭარბა
Tbilisi Daily
ბოლო 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 417 შემთხვევა გამოვლინდა, 9 პაციენტი კი ვირუსს ემსხვერპლა.
ქვეყანაში კოვიდინფიცირების 30 050 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 417 ადამიანი, 22 684-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.
აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.