აჭარაში კორონავირუსის 263 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ბოლო 24 საათის განმავლობაშიაჭარაში კორონავირუსის263 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე რეგიონისკოვიდმიმღებ კლინიკებში819 პაციენტი იმყოფება. მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 47.საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 969 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 266, აჭარაში -168. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში რჩება 47 993 ადამიანი. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 176 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 532 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 644 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 837 ახალი დადასტურებული შემთხვევა. როგორც ვხედავთ, უკვე აშკარაა, გაორმაგებული ტესტირების ფონზე, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის სტაბილური მაჩვენებელი, მეტიც, ბოლო პერიოდში, უკვე სახეზეა, დაწესებული შეზღუდვების ეფექტი და ინფიცირების გავრცელების შემცირება'' - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.