თამარ გაბუნია: ჩვენი მთავარი გამოწვევა კრიტიკული პაციენტების მართვაა

Tbilisi Daily

სტანდარტიზაცია დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან ის რაც კეთდება თბილისში, უნდა კეთდებოდეს ბათუმშიც, ქუთაისშიც და სხვაგან, იმიsთვის, რომ გვქონდეს ერთიანი სტანდარტული მიდგომა და თანაბარი ხარისხი კარგი კლინიკური გამოსავლების მისაღებად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აჭარის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სტუმრობის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მთავარი გამოწვევა კრიტიკული პაციენტების მართვაა. „რესპუბლიკური საავადმყოფო ახალი და საკმაოდ დიდი შესაძლებლობების კლინიკაა, აქედან გამომდინარე ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ კრიტიკულმა პაციენტმა მიიღოს სათანადო მომსახურება და სწორედ სტანდარტიზაცია არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რადგან ის რაც კეთდება თბილისში, უნდა კეთდებოდეს ბათუმშიც, ქუთაისშიც და სხვაგან, იმისთვის, რომ გვქონდეს ერთიანი სტანდარტული მიდგომა და თანაბარი ხარისხი კარგი კლინიკური გამოსავლების მისაღებად“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 7093 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 3714 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 46 პაციენტი.