"განა ბიძიამ ცოლი შეირთო" - ბათუმის თეატრის ისტორია
Batumi Daily
ზ. ანტონოვნის კომედია “განა ბიძიამ ცოლი შეირთო?” იყო პირველი ქართული წარმოდგენა, რომელიც ბათუმის თეატრში დაიდგა. ითვლება, რომ სწორედ ამით ჩაეყარა აჭარაში ქართულ თეატრს საფუძველი. ეს წარმოდგენა 1879 წლის 8(20) ივლისს დაიდგა და მისი ინიციატორი ბათუმის პოლიცმაისტერის მეუღლე ქეთევან ჟურული იყო.
თეატრის პირველი შენობა 1884 წელს ააგეს და იგი 450-მდე მაყურებელს იტევდა. მეცხრამეტე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დამდეგს სცენისმოყვარეთა მუდმივ დასს ხელმძღვანელობდა ბათუმში სამხედრო სამსახურში მყოფი დავით კლდიაშვილი. უნდა აღინიშნოს, რომ სცენისმოყვარეები წარმოდგენებს საქველმოქმედო მიზნით მართავდნენ და იგი ძირიტადად, „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“, ქართული წიგნთსაცავისა და ღარიბ სტუდენტთა სასარგებლოდ იმართებოდა.
1912 წლის 28 აგვისტოს მსახიობთა კრებამ დააფუძნა მსახიობთა ამხანაგობა. რეჟისორად არჩეულ იქნა შალვა დადიანი. „მოგზაურთა დასმა“ პირველი წარმოდგენა ბათუმში გამართა 15 სექტემბერს, შმაევსკის თეატრში. ასე ჩაეყარა საძირკველი მესამე პროფესიულ თეატრს საქართველოში. 1913 წელს ბათუმში დაარსდა დრამატული საზოგადოება, რომელსაც თავმჯდომარეობდა ცნობილი საზოგადო მოღვაწე ივანე მესხი. დრამატული საზოგადოების გამგეობამ შეადგინა პროფესიონალთა დასი, რომელსაც რეჟისორობდა შალვა დადიანი. ბათუმის დრამატული დასის შემადგენლობაში შედიოდნენ, როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული მსახიობები.
1921 წელს ბათუმის თეატრს „აკადემიურის“ წოდება მიენიჭა.
ხოლო ის სახელწოდება, რომელსაც იგი დღეს ატარებს მას 1959 წელს მიენიჭა და ილია ჭავწავაძის სახელობის თეატრი ეწოდა.
#ბათუმისთეატრი
#საინტერესო
#ისტორია
#batumidaily
_____________________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა feedc-ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს:
download.feedc.com