ფრანკფურტში რამდენიმე ადამიანი დაიჭა, სავარაუდოდ, დანით თავდასხმის შედეგად

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ფრანკფურტში რამდენიმე ადამიანი დაიჭრა რკინიგზის სადგურის მახლობლად 26 იანვრის დილის საათებში მომხდარი თავდასხმის შედეგად. სააგენტო DPA-ს თანახმად, პოლიციამ დააკავა ერთ-ერთი ეჭვმიტანილი. ინცინდენტის სხვა დეტალები უცნობია, მათ შორის თავდასხმის მოტივისა და დაზარალებულთა რაოდენობის შესახებ. შარშანდელ ოქტომბერ-ნოემბერში ავსტრიასა და საფრანგეთში მოხდა ტერაქტების სერია. მაშინ გერმანიის კონსტიუტიციის დაცვის ფედერალური უწყების ხელმძღვანელმა ტელარხ ARD-სთან საუბარში განაცხადა, რომ საჭიროა სიფხიზლის შენარჩუნება „ისლამისტი ექსტრემისტების მხრიდან მომდინარე საფრთხის პირობებში“ . წინა წლებში რადიკალი ისლამისტების მონაწილებით გერმანიაშიც მოხდა რამდენიმე თავდასხმა.  https://www.radiotavisupleba.ge/a/31069844.html #ახალი_ამბები #twitter