კორონა ვირუსის შემთხვევები ხელვაჩაურის მერიაში
Batumi Daily
ხელვაჩაურის მერის მოადგილეს, კახაბერ ფუტკარაძესა და ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსს – ნატო შერვაშიძეს კოვიდ 19 დაუდასტურდათ. კახა ფუტკარაძე კლინიკაში დაახლოებით ერთი კვირის წინ გადაიყვანეს, ნატო შერვაშიძე – 3 დღის წინ.
ხელვაჩაურის მერის ინფორმაციით, ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ჯუმბერ ვარდმანიძე - ხელვაჩაურის მერი, განმარტავს, რომ მერიის თითოეულმა თანამშრომელმა და მათი ოჯახების წევრებმა, გაიარეს ტესტირება და პასუხები უარყოფითია.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
ფოტო: droa.ge
#batumidaily
#ხელვაჩაურისმერია