საზ. მაუწყებელმა თანამშრომლების ევაკუაცია მოახდინა ბომბის შესახებ ზარის გამო
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა. მიზეზი, მაუწყებლის ცნობით, გახდა ზარი ბომბის შესახებ, რომელიც პირველი არხის ცხელ ხაზზე შევიდა.
არხის ადმინისტრაციამ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამ დროისთვის, შენობაში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
საქართველოს პირველი არხის ტელე- და რადიოეთერი შეფერხების გარეშე გრძელდება.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30800065.html
#ახალი_ამბები
#twitter