კემულარია- არჩევნების მეორე ტურის დღეს "სირცხვილის კორიდორი" დახვდება მთავრობას და არა ამომრჩეველს
Tbilisi Daily
15 ნოემბერს გამართულ ოპოზიციის აქციაზე ცნობილი გახდა, რომ არჩევნების მეორე ტურების ჩატარების დღეს ოპოზიცია "სირცხვილის კორიდორების" მოწყობას აპირებს.
პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" წევრის, კოტე კემულარიას განცხადებით, "სირცხვილის კორიდორები" მოეწყობა მთავრობის წევრებისთვის და არა მოქალაქეებისთვის.
"მეორე ტურებზე იქნება სწორედ ეს, კიდევ ერთხელ დავანახოთ, როგორც შიდა ფაქტორი, ანუ ხალხის ხმა, რადგან ხალხმა, მედიამაც და არასამთავრობოებმაც ჩვენზე უკეთ იციან რა მოხდა. ასევე, ნახოს მთელმა მსოფლიომ, რომ საქართველო არ არის მონების ქვეყანა, ჩვენ არ შევურიგდებით ხმების მოპარვას, არჩევნების გარეშე დემოკრატია არ არსებობს. "სირცხვილის კორიდორი" ხვდება მთავრობას და არა ამომრჩეველს, ამას ისე გავაკეთებთ, თქვენ ნახავთ, რომ ეს არ ეხება ჩვენს მოქალაქეებს, ეს ეხება მთავრობას და ინფორმირებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ,"-განაცხადა კოტე კემულარიამ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირას ოპოზიცია ორ აქციას აანონსებს - ზეგ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტისას და 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღეს.