სამედიცინო მიმართულების სტუდენტები კოვიდის მართვაში ჩაერთვებიან
Kutaisipost
სამედიცინო მიმართულებისუფროსკურსელებს
კორონავირუსთან საბრძოლველად გადაამზადებენ.
განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის თქმით,
სტუდენტები საჭიროების შემთხვევაში კოვიდის მართვაში
ჩაერთვებიან.
უფროკურსელების ბაზა, რომლებიც პროცესში
მიიღებენ მონაწილეობას, ერთ კვირაში
შეიქმნება.
''გაივლიან სწრაფ კურსს, რომ შეიქმნას სამედიცინო
პერსონალის რეზერვი და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვებიან კოვიდის
სამედიცინო მენეჯმენტში.''
საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1872
ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ქვეყანაში, ამ დროისთვის ვირუსის 30303
დადასტურებული შემთხვევაა.
დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 603
პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 11370-ს შეადგენს. კარანტინის
რეჟიმში იმყოფება 4112 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას
3766 პირი გადის.
კოვიდსასტუმროში იმყოფება 2268
ადამიანი.
ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 14 პაციენტი
გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 215-ს
შეადგენს.
http://www.kutaisipost.ge/ka/akhali-ambebi/article/18781--samedicino-mimarthulebis-ufroskurselebi-gadamzaddeba-mikheil-chkhenkeli